წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში – პოლიტიკა) წარმოადგენს ვებ-გვერდის www.goks.ge (შემდგომში – ჩვენ) პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და დაცვის პრინციპებს და მექანიზმებს.

პოლიტიკის მიზანია:

  1. ჩვენს მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა;
  2. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  3. პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების დაცვა.

მომხმარებელი www.goks.ge -ზე რეგისტრაციის დროს, შესაბამისი ველების შევსების გზით, ჩვენ ნებაყოფლობით გადმოგვცემს  შემდეგ პერსონალურ მონაცემებს.

ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გადმოცემის შემდეგ, მათში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მოგვაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების თაობაზე ან თავად შეიტანოს ცვლილებები „პირად კაბინეტში“ (იმ შემთხვევაში თუ ვებ-გვერდზე დაშვებულია შესაბამისი ცვლილების განხორციელება) .

ჩვენ მომხმარებლებისგან პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ და ვამუშავებთ მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით.

ჩვენ პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპებით:

  • ჩვენს მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება ჩვენსა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში.
  • 18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ ვებ-გვერდით სარგებლობა. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

სარგებლობთ რა www.goks.ge –ით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის.

ჩვენსა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ჩვენ ვაარქივებთ მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემებს და ვინახავთ მათ არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 3 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.

ჩვენი უფლებამოსილი პირი/შესაბამისი თანამშრომელი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით.

დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი  დამუშავება.

დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება გადასცეს სხვა პირს ჩვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მონაცემთა დასაცავად მიიღოს  შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.

ჩვენ ვალდებულები ვართ მონიტორინგი გავუწიოთ უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.

ჩვენს მიერ მოპოვებული/მომხმარებლისგან მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონული ფორმით, ვებ-გვერდზე www.goks.ge, რომელშიც რეგისტრირდება მომხმარებელი.

ვებ-გვერდზე არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ჩვენს შესაბამის თანამშრომელს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემების კონფიდენციალურობა, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

ჩვენ  უფლებამოსილი ვართ, ჩვენი უფლებების დასაცავად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადავცეთ  იმ მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ჩვენი უფლებების დაცვის პროცესში, მაგალითად: ადვოკატს, ექსპერტს და ა.შ.

ჩვენ  უფლებამოსილი ვართ, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადავცეთ  იმ კონტრაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მიერ მომხმარებლისთვის გასაწევი მომსახურების ხელშეწყობას, მაგალითად: საკურიერო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია.

ჩვენს მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია გადაცემის მიზნებისთვის.

ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვართ ვუზრუნველყოთ პერსონალური მონაცემების მიმღები მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დაკისრება.

პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ მოვახდინოთ  შემდეგი ინფორმაციის შენახვა:

  • რა სახის პერსონალური მონაცემები გადაეცა მესამე პირებს;
  • ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები;
  • როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა პერსონალური მონაცემების გადაცემა.

აღნიშნული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.

ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.

ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ,  ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასევე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.

ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში:

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.  ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან,  დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.