Goks.ge-ზე (ვებ-გვერდზე www.goks.ge , Facebook-ზე და Instagram-ზე) განთავსებულ პროდუქციაზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია, რომელიც მოქმედებს 1 თვიდან 4 წლამდე ვადით.

საგარანტიო ვადა ან/და პირობები (არასტანდარტული პირობების შემთხვევაში) მითითებულია პროდუქტის აღწერაში ან/და პროდუქტის დამატებით პირობებში.

საგარანტიო პირობები:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში და შესაბამისი (წინასწარ გაწერილი) პირობებით.
  • საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
  • საგარანტიო მომსახურეობა ხორციელდება შესაბამისი პროდუქტის მომწოდებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში.
  • გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით ( და არა ფიზიკური დაზიაებით ).
  • საგარანტიო სერვისის მისაღებად სერვის ცენტრში გთხოვთ, წარადგინოს საგარანტიო ტალონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
  • საგარანტიო ტალონი უნდა მოიცავდეს: ნივთის დასახელებას, სერიულ ან იმეი კოდს, მყიდველის ვინაობას, შეძენის თარიღს, პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელს და ხელმოწერას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურეობა არ განხორციელდება.
  • საგარანტიო სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მყიდველი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს.

საგარანტიო მომსახურეობა არ ითვალისწინებს პროდუქტის ახლით შეცვლას!

საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება, თუ:

  • გასულია პროდუქტის საგარანტიო ვადა.
  • არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი ან/და არსებობის შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი.
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია ან გადაკეთებულია.
  • საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, იმეი კოდი ან სარეგსიტრაციო ნომერი.
  • შეძენილ პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი.
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნებისთვის.
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი.
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ.
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების /პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური ან/და მესამე პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
  • თუ დაზიანება ფიზიკურად არის გამოწვეული, მაგ: გატეხილი, გაბზარული, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი ან/და სითხით დაზიანებული.
  • იმ შემთვევაში თუ მომხმარებელმა არ დაიცვა პროდუქტის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხილეთ პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ.გვერდზე).
  • მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას;
  • მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო;
  • მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:

  • სმარტფონების და მობილური ტელეფონების ყურსასმენებზე, USB კაბელებზე და მაკომპლექტებელ ნაწილებზე.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ან ოპერაციული სისტემის ნებისმიერი სახის დაზიანებაზე.
  • კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, მოწყობილობის დასამუხტ აქსესუარებზე.
  • თუ მოწყობილობას დაზიანებული აქვს ეკრანის ხუთ პიქსლამდე რაოდენობით.
  • ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჩვენ არ ვაგებთ პასუხს სმარტფონების დართულ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.
  • დაზიანებული ტექნიკის სერვის ცენტრამდე ტრანსპორტირებას საკუთარი ძალებით ანხორციელბს მყიდველი.
  • საგარანტიო პირობების შესაბამისად სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა, მისი მიღების მომენტიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს მოწყობილობაში არსებულ მომხმარებლის ინფორმაციის შენახვაზე.

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია შეძენილია განვადებით ან სადებეტო/საკრედიტო ბარათით, შეკვეთა არ ექვემდებარება გაუქმებას. შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა.
  • ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა.
  • იმ შეთხვევაში თუ პროდუქციის გადაცვლის მოთხოვნით ჩვენთან დაკავშირება მოხდება ნივთის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, მაშინ გადასაცვლელი პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
  • თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5(ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველი აუცილებელი წესით უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად. ნივთი შეიცვლება მომწოდებელი კომპანიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
  • ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი ღირებულების მქონე ნივთით, მომხმარებლის მიერ აღნიშნული სხვაობის საკუთარი სახსრებით დაფარვით.
  • ნივთის უკან დაბრუნების დროს მყიდველმა თან უნდა დაურთოს მისი ყველა აქსესუარი და ასევე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ყველა სხვა შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.